ბაზარი
ადგილობრივი ბაზარი – ყოველ ხუთშაბათს, მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები ჩამოდიან ქალაქის ცენტრში უგემრიელესი სეზონური ხილის, ბოსტნეულის, ჩაისა და რძის პროდუქტების გასაყიდად. ბაზარი ღიაა დილის 6:30 საათიდან.

ზემო რაჭის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ბრილი – დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული დასახლება, რომელიც მიჩნეულია კავკასიის ცივილიზაციის საგანძურად. ბრილის ნანგრევები მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის ხეობაში. ბრილი დღესდღეობით დაუსახლებელია, მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში შეგიძლიათ შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს ამ ტერიტორიაზე. 1939-1961 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მრავალი საიდუმლოებით მოცული არტეფაქტი, რომელიც დღესდღეობით ბრილის საგანძურის სახელითაა ცნობილი. იგი მიუთითებს უძველეს ეგვიპტურ და საქართველოს ტერიტორიაზე პრეისტორიულ კულტურებს შორის კავშირებებზე. ბრილის განძის ერთ-ერთი ნიმუში არის სკარაბეი, ეგვიპტის მზის უძველეს სიმბოლოსთან ასოცირებული მონეტა. ძველ ეგვიპტური და ბრილის სკარაბეის შორის მსგავსება შოკისმომგვრელია – სიმბოლოები თითქმის იდენტურია. ბრილის ძველი