Category Archives: მუზეუმები და გალერეები

ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი

/ აღმოაჩინე ონი, მუზეუმები და გალერეები, რა ვნახოთ ონში

ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი – აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალები, რომლებიც განეკუთვნება ქვეყნის ისტორიული და კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდებს. იგი მოიცავს არტეფაქტებს ქვის ხანიდან მოყოლებული გვიან ფეოდალურ ხანამდე. წარმოდგებილი ნიმუშების უმრავლესობა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. აქ შეგიძლიათ ნახოთ 15 000-ზე მეტი ეთნოგრაფიული ნიმუში, როგორიცაა: ცხვრის ბრინჯაოს ქანდაკება, სამუშაო ასტრალური ბალთები, ხარიანი დეკორაციები, სამკაულები, იარაღისა და ხელსაწყოების ნაწილები, არქიტექტურული ნაშთები, X-XI სს წმინდა გიორგისა და სამების ეკლესიის ფასადების ფრაგმენტები, ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, XX ს. ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები  (უჩა ჯაფარიძე, ვალენტ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოციანცი და ა.შ.).