Category Archives: რა ვნახოთ ონში

მრავალძალი

/ აღმოაჩინე ონი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ ონში

მრავალძალი  – ონის რაიონის სოფელ მრავალძალთან მდებარე არქიტექტურული ძეგლი. ეკლესია აგებულია XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ I-ის მიერ, რომელიც შევიდა ჩვენს ისტორიაში, როგორც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. მრავალძალი წმ. გიორგის სახელობის ტაძარია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი ულამაზესი ბარელიეფებით. აქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული არტეფაქტი, როგორიცაა სპარსეთის შაჰის – შაჰ აბასის ხმალი. შაჰ აბასი საქართველოს რამდენჯერმე შემოესია. მისი ყველა მცდელობა აეღო მრავალძალის მონასტერი უშედეგოდ დასრულდა, სწორედ ამიტომ ტაძარს დაარქვეს „მრავალძალი“, ანუ დიდი ძალის მქონე ტაძარი. მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი

Read More

ონის სინაგოგა

/ აღმოაჩინე ონი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ ონში

ონის სინაგოგა მავრიტანული არქიტექტურული სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. პროექტი ელია ამშიკაშვილმა ევროპიდან ჩამოიტანა და სინაგოგა 1890-95 წლებში ააშენა.1895 წელს ონის სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. წმინდა გრაგნილები სინაგოგაში დიდი პატივით შეუბრძანებიათ. სინაგოგის აშენებამდე ონელებს ჰქონიათ მცირე სიდიდის სალოცავი შენობა. ახლა ეს შენობა ცნობილია “პატარა ლოცვის “სახელწოდებით და მდებარეობს იმავე ეზოში სადაც “დიდი ლოცვაა”. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს, სახურავი გუმბათიანია. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი ვარსკვლავით. მთლიანად შენობა ორიენტირებულია აღმოსავლეთისკენ. საქართველოში არსებულ სინაგოგათა შორის ონის სალოცავი გამორჩეულია. ონს მცირე იერუსალიმსაც უწოდებენ. 2015 წელს სალოცავს 120 წელი

Read More

ბაზარი

/ აღმოაჩინე ონი, რა ვნახოთ ონში, საინტერესო ადგილები

ადგილობრივი ბაზარი – ყოველ ხუთშაბათს, მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები ჩამოდიან ქალაქის ცენტრში უგემრიელესი სეზონური ხილის, ბოსტნეულის, ჩაისა და რძის პროდუქტების გასაყიდად. ბაზარი ღიაა დილის 6:30 საათიდან.

ისტორიული დასახლება ბრილი

/ აღმოაჩინე ონი, რა ვნახოთ ონში, საინტერესო ადგილები

ზემო რაჭის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ბრილი – დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული დასახლება, რომელიც მიჩნეულია კავკასიის ცივილიზაციის საგანძურად. ბრილის ნანგრევები მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის ხეობაში. ბრილი დღესდღეობით დაუსახლებელია, მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში შეგიძლიათ შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს ამ ტერიტორიაზე. 1939-1961 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მრავალი საიდუმლოებით მოცული არტეფაქტი, რომელიც დღესდღეობით ბრილის საგანძურის სახელითაა ცნობილი. იგი მიუთითებს უძველეს ეგვიპტურ და საქართველოს ტერიტორიაზე პრეისტორიულ კულტურებს შორის კავშირებებზე. ბრილის განძის ერთ-ერთი ნიმუში არის სკარაბეი, ეგვიპტის მზის უძველეს სიმბოლოსთან ასოცირებული მონეტა. ძველ ეგვიპტური და ბრილის სკარაბეის შორის მსგავსება შოკისმომგვრელია – სიმბოლოები თითქმის იდენტურია. ბრილის ძველი

Read More

ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი

/ აღმოაჩინე ონი, მუზეუმები და გალერეები, რა ვნახოთ ონში

ონის ეთნოგრაფიული მუზეუმი – აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალები, რომლებიც განეკუთვნება ქვეყნის ისტორიული და კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდებს. იგი მოიცავს არტეფაქტებს ქვის ხანიდან მოყოლებული გვიან ფეოდალურ ხანამდე. წარმოდგებილი ნიმუშების უმრავლესობა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. აქ შეგიძლიათ ნახოთ 15 000-ზე მეტი ეთნოგრაფიული ნიმუში, როგორიცაა: ცხვრის ბრინჯაოს ქანდაკება, სამუშაო ასტრალური ბალთები, ხარიანი დეკორაციები, სამკაულები, იარაღისა და ხელსაწყოების ნაწილები, არქიტექტურული ნაშთები, X-XI სს წმინდა გიორგისა და სამების ეკლესიის ფასადების ფრაგმენტები, ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, XX ს. ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები  (უჩა ჯაფარიძე, ვალენტ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოციანცი და ა.შ.).