Category Archives: ჰოსტელები

მარიკას ჰოსტელი ღებში

/ დაბინავება, ჰოსტელები

ღებში მოგზაურობის მსურველებისთვის ქალბატონი მარიკას სახლის კარი ყოველთვის ღიაა. სახლი ულამაზეს ადგილზე მდებარეობს. ოჯახი გამოირჩევა გასაოცარი სტუმართმოყვარეობით. მას შეუძლია მიიღოს რვა ადამიანი, ასევე შესაძლებელია ეზოში კარვის გაშლა. ქალბატონი მარიკა თავის ბაღში მოყვანილი პროდუქტებით ამზადებს ადგილობრივ გემრიელ კერძებს. მისმა ვაჟებმა იციან რეგიონი ძალიან კარგად. გარანტიას გაძლევთ, რომ კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით უკან. ქალბატონი მარიკა ყოველთვის გულღიად გიმასპინძლებთ. ის საუბრობს რუსულად და ასევე მცირედით ახერხებს პოლონურად კომუნიკაციას. ყველას გეპატიჟებით ამ ულამაზეს ადგილზე.

ჰოსტელი უწერა

/ დაბინავება, ჰოსტელები

მახუტა მეტრეველი – არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია უმასპინძლოს სტუმრებს გამაჯანსაღებელ კურორტ უწერაში. ამავე დროს ის არის ჩვენი ახალი ახალგაზრდა რეგიონალური გიდი. მახუტას სახლი მდებარეობს მინერალურ წყალ „შავ წყალთან“ ახლოს. მას შეუძლია უმასპინძლოს 15 ადამიანს. სასტუმრო სახლში არის სარეცხი მანქანა, ინტერნეტი, ორი სააბაზანო და ტუალეტი. მახუტა არის ახალგაზრდა, მეგობრული და კომუნიკაბელური, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი რეგიონი. მას სურს, ორგანიზება გაუწიოს საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს (3-4 ადამიანისთვის) ულამაზეს ადგილებში. მას აქვს კარვები და ზურგჩანთები გასაქირავებლად. მისი სახლი არის იდეალური ადგილი, თუ თქვენ ეძებთ იაფ და კარგ

Read More

ჰოსტელი #ონიგრამი

/ დაბინავება, ჰოსტელები

ჰოსტელი ონიგრამი არის შესანიშნავი ადგილი რათა გასინჯოთ ნამდვილი რაჭული სამზარეულო და გაიცნოთ რაჭველი ხალხის სტუმართმოყვარეობა. ანა და გიო კობახიძის ჰოსტელში მყუდრო ოთახებთან ერთად აღმოაჩენთ შესანიშნავ ბაღს, რომელიც სავსეა ხილით, ბოსტნეულით,  და რა თქმა უნდა, ყურძენით. კობახიძეების ოჯახი რეგიონისთვის ტიპიურ საფერავსა და ხვანჭკარის მწარმოებელია. ოჯახს აქვს მდიდარი კულინარიული ტრადიციები, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო რაჭყლი ლორი. ონიგრამი ნამდვილი სამოთხეა ვეგეტარიანელებისთვის, ხოლო თუ ჩაის მოყვარული ბრძანდებით, ეს ადგილი თქვენთვისაა: გიო, რომელიც სასაზღვრო კონტროლში მუშაობს, მთაში იშვიათ კავკასიურ ჩაის კრეფს და სიამოვნებით გაგიმასპინძლდებათ. ჰოსტელი

Read More

შორენას სასტუმრო სახლი

/ დაბინავება, ჰოსტელები

უწერაში მცხოვრებ ქალბატონ შორენა მეტრეველს, დიდი ხანია სურდა მიეღო ვიზიტორები. მას აქვს ლამაზი ეზო, საზაფხულო სამზარეულო და დახვეწილი თანამდეროვე ორსართულიანი აივნებიანი სახლი. სახლში რვა ოთახია და ორი სველი წერტილია. ეს იდეალური ადგილია, ვისაც სურს უწერაში დარჩენა, მთებთან ახლოს ყოფნა და გამაჯანსაღებელ კურორტზე დასვენება.მეტრეველებთან დარჩენით, გაქვთ საშუალება დაისვენოთ და დააგემოვნოთ გემრიელი სამზარეულო. ოჯახს აქვს ნატურალური პროდუქტები, მოჰყავს ბოსტნეული და ამზადებს ცნობილ რაჭულ შებოლილ ლორს. ქალბატონი შორენა თავაზობს სტუმრებს ადგილობრივ გასაოცარ სამზარეულოს. სტუმართმოყვარე მეტრეველების ოჯახი მთელი გულით გიმასპინძლებთ. იქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო.

Read More