Category Archives: რა ვნახოთ რაჭაში

ამბროლაური – რაჭას გული

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

ქალაქი ამბროლაური მდინარეების კრიხულასა და რიონის შესართავთან. ის თბილისიდან 240 კმ, ხოლო ქუთაისიდან 96 კმ-ითაა დაშორებული. ამბროლაურის კლიმატი ხასიათდება ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. წერილობით წყაროებში იგი მოხსენიებულია მე-17 საუკუნიდან. იგი იყო იმერეთის მეფეთა რეზიდენცია. თავის დროზე მას ამშვენებდა მეფეთა სასახლე, დღემდე შემორჩენილია ეკლესიისა და კოშკის ნანგრევები. ამბროლაური შემოსაზღვრულია რაჭის ქედებით, ხოლო ჩრდილოეთით ლეჩხუმის ქედით. ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია: ჯიხვი, არჩვი, მგელი, დათვი, შველი, გარეული კატა, ფოცხვერი, კავკასიური შურთხი, როჭო და ა.შ. ამბროლაური მდიდარია ტაძრებით (ზოგი მათგანი დანგრეულია), ბუნებრივი ძეგლებითა და

Read More

სოფელი წესი – ორ რაჭას შორის მოქცეული სოფელი

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

სოფელი წესი ყველაზე დიდი სოფელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა ძალიან შემცირებულია. თავის დროზე ვიტორიო სელამ, იტალიელმა მოგზაურმა, ამ სოფელში ფოტოსურათებიც გადაიღო, რომლებიც დღესაც შემორჩენილია. რაჭის სოფლებში ძველად გავრცელებული იყო კოშკიანი სახლები. საცხოვრებლის გარდა მათ თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. სახლის პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო, მეორე სართულზე საცხოვრებელი, მესამეზე ჭირნახულს ინახავდნენ, ხოლო მეოთხე სართულიდან თოფით მტერს იგერიებდნენ.

ნიკორწმინდა

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

ნიკორწმინდას შენება დაკავშირებულია გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფესთან ბაგრატ III-სთან (975-1014), რომლის სახელს ასევე უკავშირდება ისეთი ტაძრების აშენება, როგორიცაა: ბაგრატის, ბედიის, მოწამეთისა და სხვა. ნიკორწმინდა დაახლოებით აუგიათ 1010-1014 წლებში. ტაძარი არის ჯვრის ფორმის. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები. ტაძარი განაახლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ. რაც შეეხება სამრეკლოს, იგი XIX ს-ის II ნახევარშია აშენებული. გენიალურმა ქართველმა პოეტმა, გალაკტიონ ტაბიძემ ნიკორწმინდას მიუძღვნა ლექსი: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია – გვიანი შუასაუკუნეების უკანასკნელი ხუროთმოძღვრული ძეგლია ზემო რაჭაში. ის მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ წესში. ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, ომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. ეკლესია ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით.

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – ეკლესია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონში. იგი XI საუკუნის პირველ მესამედს განეკუთვნება. ეკლესია დარბაზული, ერთნავიანი ნაგებობაა. ეკლესია უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებითა და რელიეფებით. ის რესტავრირებულია 1970-იან წლებში (ხელმძღვანელი მ.დვალი) და ნაწილობრივ აღდგენილია ეკლესიის შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული კანკელი, რომლის ჩამოცვენილი ნაწილები ეკლესიაშივეა დაცული.

მინდა ციხე

/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

მინდა ციხე – რაჭაში, სოფელი წესის ზემოთ, მდინარე ლუხუნის მარცხენა მხარეს, კლდოვან გორაკზე დგას მინდა ციხე. ის მტრისგან აუღებელი იყო და ამ კუთხის მთავარი ციხე-სიმაგრე გალდათ. მინდა ციხე სამ კოშკს და ერთ ეკლესიას აერთიანებს.