Category Archives: ღონისძიებები და დღესასწაულები

[აგვისტო] არტრა – წარსულსა და მომავალს შორის

/ აქტივობები ონში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო:  აგვისტო ფესტივალი „არტრა“ წარსულსა და მომავალს შორის არსებულ სივრცეში ეძებს იმ თანამოაზრეებს, რომლებიც, თავიანთი მხრივ, წარსულსა და მომავალს შორის ცდილობენ ნანახის, ნაფიქრისა და განცდილის დაფიქსირებას. დღემდე შემორჩენილ დიდ თუ პატარა არტეფაქტებს გადაურჩენია და ჩვენთვის შემოუნახავს კუთხისადმი დამახასიათებელი კულტურა და ტრადიციები საუკუნებით გამოვლილი წარსულიდან. ჩვენი მიზანია წარსულსა და მომავალს შორის გავდოთ დამაკავშირებელი ხიდი,- როგორც პლატფორმა დიალოგისთვის- რომლის საშუალებითაც ტრადიცია და ნოვაცია, ძველი და ახალი, თანამედროვე ხედვა და მომავლის გამოწვევებისთვის მზაობა ბუნებრივ თანხვედრაში მოვლენ ერთმანეთთან. ჩვენი სურვილია არსებულ საჯარო და

Read More

[01.08] ნიკორწმინდობა

/ აქტივობები ონში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: 1 აგვისტო ნიკორწმინდის სალოცავის დღესასწაული, რომელიც ასევე ოჯახის და ზაფხულის ბედნიერი დღეების დღესასწაულია. ეს განსაკუთრებული დღეა, რათა ეწვიოთ ნიკორწმინდის შუასაუკუნოვან ეკლესიას, მოილოცოთ ეს წმინდა ადგილი, მოუსმინოთ ხალხურ პოეზიას და მუსიკას, ნახოთ ადგილობრივი ცეკვები და შეიძინოთ ადგილობრივი ხელნაკეთობები.

[შემოდგომა] ონელობა

/ აქტივობები ონში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: შემოდგომა მოძრავი დღესასწაული, ქალაქ ონის დღე. ამ დღეს ქალაქში მხიარული ატმოსფერო სუფევს, მზადდება ადგილობრივი კერძები, ისმება რაჭული ღვინო, იმართება ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები.

[28.08] მარიამობა

/ აქტივობები ონში, ღონისძიებები და დღესასწაულები

ჩატარების დრო: 28 აგვისტო წმინდა მარიამის დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება მრავალძალის ტაძარში დიდი დღესასწაულითა და უმრავი საინტერესო ღონისძიებით, როგორიცაა მაგ. ცხენებით შეჯიბრი.