ონის მუნიციპალიტეტი
+995 599 35 34 64
მახუტა მეტრეველი – არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია უმასპინძლოს სტუმრებს გამაჯანსაღებელ კურორტ უწერაში. ამავე დროს ის არის ჩვენი ახალი ახალგაზრდა რეგიონალური გიდი. მახუტას სახლი მდებარეობს მინერალურ წყალ „შავ წყალთან“ ახლოს. მას შეუძლია უმასპინძლოს 15 ადამიანს. სასტუმრო სახლში არის სარეცხი მანქანა, ინტერნეტი, ორი სააბაზანო და ტუალეტი. მახუტა არის ახალგაზრდა, მეგობრული და კომუნიკაბელური, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი რეგიონი. მას სურს, ორგანიზება გაუწიოს საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს (3-4 ადამიანისთვის) ულამაზეს ადგილებში. მას აქვს კარვები და ზურგჩანთები გასაქირავებლად. მისი სახლი არის იდეალური ადგილი, თუ თქვენ ეძებთ იაფ და კარგ ღამის გასათევს უწერაში, რაჭაში მოგზაურობის დროს.