Oni
ჰოსტელი ონიგრამი არის შესანიშნავი ადგილი რათა გასინჯოთ ნამდვილი რაჭული სამზარეულო და გაიცნოთ რაჭველი ხალხის სტუმართმოყვარეობა. ანა და გიო კობახიძის ჰოსტელში მყუდრო ოთახებთან ერთად აღმოაჩენთ შესანიშნავ ბაღს, რომელიც სავსეა ხილით, ბოსტნეულით, და რა თქმა უნდა, ყურძენით. კობახიძეების ოჯახი რეგიონისთვის ტიპიურ საფერავსა და ხვანჭკარის მწარმოებელია. ოჯახს აქვს მდიდარი კულინარიული ტრადიციები, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო რაჭყლი ლორი. ონიგრამი ნამდვილი სამოთხეა ვეგეტარიანელებისთვის, ხოლო თუ ჩაის მოყვარული ბრძანდებით, ეს ადგილი თქვენთვისაა: გიო, რომელიც სასაზღვრო კონტროლში მუშაობს, მთაში იშვიათ კავკასიურ ჩაის კრეფს და სიამოვნებით გაგიმასპინძლდებათ. ჰოსტელი ონიგრამი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და ადგილობრივი ცხოვრების გაცნობისთვის.