/ კვება, ღვინო

რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია, რომელიც იმერეთსა და დიდი კავკასიონის მთებს შორისაა მოქცეული. ამის მიუხედავად ის გამოირჩევა ვაზის ჯიშების უხვი მრავალფეროვნებით. აქ ხარობს ისეთი ცნობილი ჯიშები, როგორიცაა ტვიში, ცოლიკოური, ალექსანდროული, ორბელური და ა.შ.  აქ წარმოებული თითქმის ყველა ღვინო ევროპული ღვინოებისგან გამოირჩევა  სიტკბოს უფრო მაღალი მაჩვენებლით, რაც განპირობებულია მზიანი კლიმატის გამო ყურძენში შაქრის დიდი რაოდენობის დაგროვებით. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყველაზე ცნობილი ყურძნის ჯიში და ღვინის სახეობაა ხვანჭკარა, რომელიც აქ 1932 წლიდან მზადდება.
მოგეხსენებათ, ხვანჭკარა სტალინის საყვარელი ღვინის სტატუსით იყო ცნობილი. სტალინი რაჭაში ყველა იმ ოჯახს იცნობდა, ვინც ხვანჭკარას აწარმოებდა. სწორედ ეს ოჯახები აწვდიდნენ მას საუკეთესო ნატურალურ ღვინოს.