ონის მუნიციპალიტეტი
ჭიორა არის მთიანი რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 1360 მ-ის სიმაღლეზე. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად ნახსენებია XV საუკუნეში. შუა საუკუნეებში ჭიორა იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი, სოფელში მრავლად იყო დაცვითი ფუნქციის მქონე კოშკები და ციხე-სიმაგრეები. ჭიორა, ღები და ონი ისტორიულად მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში გადამავალი მთიანი გზების მახლობლად. მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, აქ იყრებოდა ჩრდილოეთ კავკასიის, ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სვანეთის გზები.