/ დაბინავება, ჰოსტელები

Gergeti – Str:Khevisberi 2,
Stepantsminda 4700, Gruzja
+995 591 80 88 43


უწერაში მცხოვრებ ქალბატონ შორენა მეტრეველს, დიდი ხანია სურდა მიეღო
ვიზიტორები. მას აქვს ლამაზი ეზო, საზაფხულო სამზარეულო და დახვეწილი
თანამდეროვე ორსართულიანი აივნებიანი სახლი. სახლში რვა ოთახია და ორი სველი
წერტილია. ეს იდეალური ადგილია, ვისაც სურს უწერაში დარჩენა, მთებთან ახლოს
ყოფნა და გამაჯანსაღებელ კურორტზე დასვენება.მეტრეველებთან დარჩენით, გაქვთ საშუალება დაისვენოთ და დააგემოვნოთ გემრიელი სამზარეულო. ოჯახს აქვს ნატურალური პროდუქტები, მოჰყავს ბოსტნეული და ამზადებს ცნობილ რაჭულ შებოლილ ლორს. ქალბატონი შორენა თავაზობს სტუმრებს ადგილობრივ გასაოცარ სამზარეულოს. სტუმართმოყვარე მეტრეველების ოჯახი მთელი გულით გიმასპინძლებთ. იქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო. ამიტომ ნამდვილად ღირს მათთან სტუმრობა.