/ აღმოაჩინე ონი, ონის ბუნება

კურორტი შოვი,
ონის მუნიციპალიტეტი


ონის რაიონში, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მდებარეობს სოფელი შოვი. შოვი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც დაარსდა 1929 წელს. ნოტიო ჰავა, ცივი ზამთარი, გრილი ზაფხული – ესაა მისი კლიმატი. აქ არსებული მინერალური წყლები კურნავს კუჭნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებებს. აქ ყველა პირობაა დღეს როგორც სამკურნალო, ისე კურორტული დასვენებისთვის.