/ აღმოაჩინე ონი, ონის ბუნება

კურორტი უწერა,
ონის მუნიციპალიტეტი


კურორტი უწერა მდებარეობს ზემო რაჭაში, ზღვის დონიდან 1042 მეტრზე, ქალაქ ონიდან 15 კმ-ს დაშორებით. უწერა მთის კურორტია და ცნობილია თავისი ულამაზესი პანორამებითა და უნიკალური სამკურნალო წყლებით. კურორტის ტერიტორიაზე 28 წყროზე მეტია. უწერის წყალი გამოიყენება, როგორც დასალევად, ასევე აბაზანების მისაღებად. მინერალური წყლები და მთის კლიმატი, სპეციალურ დიეტებთან კომბინაციაში ანემიის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს. უწერაში, ზაფხულის სეზონზე თითქმის ყველა ოჯახს აქვს საოჯახო სასტუმრო ან ჰოსტელი ტურისტებისათვის. კურორტის დამსვენებლების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. უწერა ძალიან პოპულარული მიმართულებაა ოჯახებისთვის. კურორტის კლიმატი შესანიშნავია ბავშვებისათვის.