/ აღმოაჩინე რაჭა, რა ვნახოთ რაჭაში

სოფელი წესი,
ამროლაურის მუნიციპალიტეტი



სოფელი წესი ყველაზე დიდი სოფელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა ძალიან
შემცირებულია. თავის დროზე ვიტორიო სელამ, იტალიელმა მოგზაურმა, ამ სოფელში ფოტოსურათებიც გადაიღო, რომლებიც დღესაც შემორჩენილია. რაჭის სოფლებში ძველად გავრცელებული იყო კოშკიანი სახლები. საცხოვრებლის გარდა მათ თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. სახლის პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო, მეორე სართულზე საცხოვრებელი, მესამეზე ჭირნახულს ინახავდნენ, ხოლო მეოთხე სართულიდან თოფით მტერს იგერიებდნენ.