Racha-Lechkhumi and Lower Svaneti, Glola 9955, Gruzja
+995 577 30 52 90
თუკი გეგმავთ შოვის მონახულებას, აუცილებლად ეწვიეთ გლოლაში მცხოვრებ კახა ბაღუაშვილის ოჯახს, რომელიც ნამდვილ განძს წარმოადგენს სოფლისთვის. მათ გაყიდეს თავისი სახლი თბილისში და დაუბრუნდნენ ლამაზ სახლს თავიანთ მშობლიურ სოფელ გლოლაში. მათი საცხოვრებელი სახლის ტრადიციული დეკორი თავად კახას ხელით არის შესრულებული. სახლის უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის ხისა და ქვის მასალის ერთმანეთთან შერევა, რომელიც უხვადაა გამოყენებული სახლის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ამ ორი მასალის ნარევი წარმოქმნის ფიჭვის სასიამოვნო სუნს. კახამ მის მეუღლესთან, დედასთან და ორ ქალიშვილთან ერთად გადაწყვიტა ააგოს ისეთი სახლი, სადაც შეეძლება სტუმრების მიღება. ამისათვის ახლა მათ ესაჭიროებათ დახმარება და რეკლამირება. სახლი სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს ძალიან სუფთაა და საკმაოდ კარგი სტანდარტები გააჩნია. მათ სახლს რომ 4 სველი წერტილი ჰქონდეს დამატებით, შეგვიძლია 4 ვარსკვლავიან სასტუმროდ ჩავთვალოთ. თუმცა მათ შესასვლელში 3 სველი წერტილი უკვე აქვთ. მათ სახლში ნახავთ ყველა საჭირო მოწყობილობას, როგორიცაა: სარეცხი მანქანა, ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზია. საწოლი ოთახების გარდა სტუმრებს შეუძლიათ გამოიყენონ მყუდრო ბუხრიანი ოთახი და ტერასა, სადაც მათ შეუძლიათ ლხინიც კი მოაწყონ 20 ადამიანისათვის. სტუმრები გაოცდებიან აღმაფრთოვანებელი ხედებით, ულამაზესი ატმოსფეროთი, უგემრიელესი რაჭული დელიკატესით – რაჭული ლორით, რძის პროდუქტებითა და ღვინით.