/ აღმოაჩინე რაჭა, რაჭის ბუნება

რაჭა, რომელსაც ხშირად ქართული შვეიცარიის სახელით მოიხსენიებენ, დიდებული მთებისა და ხელუხლებელი ბუნების სამშობლოა. ლანდშაფტის მრავალფეროვნებისა და სიმაღლეების ხშირი ცვლის გამო რაჭაში შეიძლება მოხვდეთ ძალიან განსხვავებულ კლიმატურ ზონებში – ეწვიეთ ქვემო რაჭას თავისი ტენიანი, სუბტროპიკული ჰავით, ხოლო შემდეგ ადით ზემო რაჭაში, რომელიც გაგაოცებთ დათოვლილი მწერვალებით. რეგიონი განსაკუთრებით მიმზიდველია ფრინველების დაკვირვების მოყვარულთათვის.
ესტუმრეთ რაჭას და შეიგრძენით ულამაზესი მთების, სუფთა ჰაერისა და კამკამა წყლის ძალა.