/ აღმოაჩინე რაჭა

რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს მდინარე რიონის ზემო ხეობას და იყოფა ზემო რაჭად (ონის რაიონი) და ქვემო რაჭად (ამბროლაურის რაიონი). მათ შორის პირობითი საზღვარი სოფელ წესთან, მდინარე რიონზე გადის.



რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, იგი ძველი ქვის ხანიდან არის დასახლებული (აქ მღვიმეში აღმოჩენილია მეზოლითის ხანის ნამოსახლარი). გონასა და ღებში სპილენძისა და ბრინჯაოს წარმოება ყოფილა განვითარებული. თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად იყო საერისთავო და შედიოდა ეგრისის შემადგენლობაში. შემდეგ იყო რაჭა-ლეჩხუმის, ხოლო X ს-დან არის რაჭის საერისთავო. X ს.-ში.
შუასაუკუნეები, რომელიც საქართველოში “ოქროს ხანის” სახელითაა ცნობილი არც რაჭას ასცდენია, რეგიონში განსაკუთრებით კულტურული ხუროთმოძღვრული ძეგლების შენებამ იმატა – X-XIII სს-ში აქ აშენდა ისეთი ძეგლები, როგორიცაა : პატარა ონის, მთის წმინდა გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდა და სხვა.

XIII ს შუა წლებში, როდესაც გიორგი ბრწყინვალემ (1314-1346) გააერთიანა საქართველო, რათქმაუნდა, რაჭაც ერთიან საქართველოში შევიდა. რაჭის შემდგომი ისტორია ასე ვიტარდებოდა: XV-XVII სს-ში იმერეთის მეფეები ფლობდნენ რაჭას, მის ციხე-დარბაზებს, მონასტრებს. შემდეგ, გარკვეულ პერიოდში, რაჭა დამოუკიდებელიც იყო, მაგრამ ხშირად უწევდა ბრძოლა იმერეთის მეფე სოლომონ I-თან. 1810 წელს რუსეთმა მოახდინა იმერეთის სამეფოს ანექსია 1921 წ. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში რაჭა სამ რაიონად დაიყო: ამბროლაური, ონი და ჭრებალო. ამჟამად რაჭა საქართველოს 9 რეგიონს შორის ერთ-ერთია, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ამბროლაურია.

რაჭის მაცხოვრებლები – რაჭველები მშვიდად უყურებენ ცხოვრებას და არასოდეს ჩქარობენ! რაჭის თვალწარმტაცი მაღალმთიანეთი, ჩქარი მდინარეები და მთებში გაბნეული ულამაზესი სოფლები იზიდავს ძალიან ბევრ მოგზურობისა და თევზაობის მოყვარულს, ალპინისტებსა და ბუნების მოყვარულებს. რაჭა, შესანიშნავი ადგილია ნამდვილი სოფლად დასვენებისათვის.