/ აღმოაჩინე ონი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ ონში

ვახტანგ VI-ის ქუჩა N53,
ქ. ონი


ონის სინაგოგა მავრიტანული არქიტექტურული სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. პროექტი ელია ამშიკაშვილმა ევროპიდან ჩამოიტანა და სინაგოგა 1890-95 წლებში ააშენა.1895 წელს ონის სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. წმინდა გრაგნილები სინაგოგაში დიდი პატივით შეუბრძანებიათ. სინაგოგის აშენებამდე ონელებს ჰქონიათ მცირე სიდიდის სალოცავი შენობა. ახლა ეს შენობა ცნობილია “პატარა ლოცვის “სახელწოდებით და მდებარეობს იმავე ეზოში სადაც “დიდი ლოცვაა”. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს, სახურავი გუმბათიანია. გუმბათი სრულდება მრავალქიმიანი ვარსკვლავით. მთლიანად შენობა ორიენტირებულია აღმოსავლეთისკენ. საქართველოში არსებულ სინაგოგათა შორის ონის სალოცავი გამორჩეულია. ონს მცირე იერუსალიმსაც უწოდებენ. 2015 წელს სალოცავს 120 წელი შეუსრულდა.