Ambrolauri Municipality
ნიკორწმინდას შენება დაკავშირებულია გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფესთან ბაგრატ III-სთან (975-1014), რომლის სახელს ასევე უკავშირდება ისეთი ტაძრების აშენება, როგორიცაა: ბაგრატის, ბედიის, მოწამეთისა და სხვა. ნიკორწმინდა დაახლოებით აუგიათ
1010-1014 წლებში. ტაძარი არის ჯვრის ფორმის. ინტერიერში შემონახულია XVII
საუკუნის ფრესკები. ტაძარი განაახლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ. რაც შეეხება სამრეკლოს, იგი XIX ს-ის II ნახევარშია აშენებული. გენიალურმა ქართველმა პოეტმა, გალაკტიონ ტაბიძემ ნიკორწმინდას მიუძღვნა ლექსი: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.