/ აღმოაჩინე ონი, ისტორიული ძეგლები, რა ვნახოთ ონში

სოფელი მრავალძალი,
ონის მუნიციპალიტეტი


მრავალძალი  – ონის რაიონის სოფელ მრავალძალთან მდებარე არქიტექტურული ძეგლი. ეკლესია აგებულია XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ I-ის მიერ, რომელიც შევიდა ჩვენს ისტორიაში, როგორც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.
მრავალძალი წმ. გიორგის სახელობის ტაძარია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი ულამაზესი ბარელიეფებით. აქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული არტეფაქტი, როგორიცაა სპარსეთის შაჰის – შაჰ აბასის ხმალი. შაჰ აბასი საქართველოს რამდენჯერმე შემოესია. მისი ყველა მცდელობა აეღო მრავალძალის მონასტერი უშედეგოდ დასრულდა, სწორედ ამიტომ ტაძარს დაარქვეს „მრავალძალი“, ანუ დიდი ძალის მქონე ტაძარი.
მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და რელიგიური ცენტრია. მიიჩნევა, რომ ამ წმინდა ადგილის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმში წავსლის ტოლფასია.